• November

    19

    2026
  • 29
  • 0
ირაკლი ქადაგიშვილი – საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები როცა გვქონდა და, საბოლოო ჯამში, ვიმარჯვებდით, რუსული მხარე სწორედ ამ რეზოლუციასაც იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ

ირაკლი ქადაგიშვილი – საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები როცა გვქონდა და, საბოლოო ჯამში, ვიმარჯვებდით, რუსული მხარე სწორედ ამ რეზოლუციასაც იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ

საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები როცა გვქონდა და, საბოლოო ჯამში, ვიმარჯვებდით, რუსული მხარე სწორედ ამ რეზოლუციასაც იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„როდესაც საქართველო მძიმე მდგომარეობაში დარჩა, იძულებული იყო, რომ ნებისმიერი რეზოლუციისთვის ხელი მოეწერა და ეს ახსნილი იყო იმით, რომ თურმე იმ რეზოლუციაში ისეთი ფორმულირება ჩაიწერა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ჰქონდა დაკავებული. ანუ, დე ფაქტო რაც მოხდა, ამას არანაირი კომპრომისული გადაწყვეტილება არ უნდოდა, მაგრამ იმ მომენტში საქართველო სააკაშვილის პრეზიდენტობით დამარცხებული მხარე იყო, მას ამ მძიმე მარცხის საერთაშორისო დონეზე აღიარება და თავის დადანაშაულება მოუწია.

სხვათა შორის, როდესაც ჩვენ საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები გვქონდა და, საბოლოო ჯამში, ვიმარჯვებდით, რუსული მხარე სწორედ ამ რეზოლუციასაც იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, ეს იყო მათი დანაშაულებრივი პოლიტიკის გაგრძელება და ნათელი დოკუმენტური დადასტურება უკვე საერთაშორისო რეზოლუციის დონეზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor