• November

    20

    2026
  • 17
  • 0
აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს ირანში საომარი მოქმედებების შეწყვეტას დაავალდებულებდა

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს ირანში საომარი მოქმედებების შეწყვეტას დაავალდებულებდა

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში სენატაში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს ირანში საომარი მოქმედებების შეწყვეტას დაავალდებულებდა.

წელს სენატში მსგავსი საკითხი კენჭისყრაზე პირველად არ გაუტანიათ, თუმცა დემოკრატები წარმატების იმედს გამოთქვამდნენ შუალედური არჩევნების შემდეგ, რომლის დროსაც ბევრმა ამომრჩეველმა ირანთან კონფლიქტისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამო მხარი სწორედ დემოკრატებს დაუჭირა. კენჭისყრა 48 ხმით 51-ის წინააღმდეგ დასრულდა.

დემოკრატებს სურდათ, რომ რესპუბლიკელებს ოფიციალურად დაედასტურებინათ ომის დასრულების ვალდებულება – თუმცა, მაშინაც კი, თუ რეზოლუცია მიღებული იქნებოდა, ტრამპი, სავარაუდოდ, მას ხელს არ მოაწერდა.

ხუთშაბათს გამართული კენჭისყრა იყო პირველი შემთხვევა ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ, როდესაც რომელიმე პალატამ „ომის უფლებამოსილებების“ შესახებ რეზოლუციას უყარა კენჭი.

სექტემბრის შუა რიცხვებში წარმომადგენელთა პალატამ, კონგრესმენ სეთ მოულტონის (დემოკრატი, მასაჩუსეტსი) ინიციატივით, მიიღო თანმდევი რეზოლუცია; დოკუმენტს მხარი 220-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 204 იყო. მაშინ ირანის წინააღმდეგ ტრამპის სამხედრო ქმედებების შეზღუდვის მიზნით დემოკრატებს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

პენტაგონის ბიუჯეტისა და ასიგნებების საკითხებში კონტროლიორის მოადგილემ, არტურ მილერმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე სენატორ რიჩარდ ბლუმენტალს (დემოკრატი, კონექტიკუტი) განუცხადა, რომ, 13 ნოემბრის მდგომარეობით, ირანთან ომის განახლებული ხარჯი 48.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor