• November

    20

    2026
  • 29
  • 0
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ძალადობის, იძულების, მუქარის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ძალადობის, იძულების, მუქარის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, 2024-2026 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში, მეუღლის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის, იძულების, მუქარის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 11 პრიმა 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor