
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირები სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებენ
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული პირები სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებენ.
გლდანის ციხე უკვე დატოვა რამდენიმე პირმა. მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ახლობლები დახვდნენ.
არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის არის აქციების დროს დაკავებული რამდენიმე პირიც.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა, შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს.





