• November

    25

    2026
  • 22
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ წინ წავწიოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ წინ წავწიოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში

საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ქვეყანაში ჩატარდა უმაღლეს დონეზე შეხვედრებით, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა და ეს ურთიერთობები ძალიან სერიოზული შინაარსით არის სავსე.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ არაერთი მიმართულებით. ჩვენს რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანასთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნების და ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა სამომავლო ნაბიჯებზეც, მომავალი წლის დასაწყისში ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თბილისში, ასევე დავიწყებთ მუშაობას პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტზე აზერბაიჯანში, ესეც კიდევ ერთხელ იქნება მნიშვნელოვანი დღის წესრიგი ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების. ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობები ინტენსიურია, სხვადასხვა სექტორების მიმართულებით თანამშრომლობა აქტიურ ფაზაშია ჩვენს ქვეყნებს შორის, რასაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული დატვირთვა აქვს და ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გაგრძელდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor