• November

    27

    2026
  • 22
  • 0
მერაბ გამყრელიძემ რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

მერაბ გამყრელიძემ რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, პირველ მოადგილესტან, დავით არდაზიშვილთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, შიდა ქართლისა და გურიის რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე განიხილეს რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფებში არსებული ვითარება, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებები, მიმდინარე საქმეები და სამსახურის წინაშე არსებული ამოცანები.

მერაბ გამყრელიძემ თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია არსებული საჭიროებების შესახებ და ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაზე, დანაყოფების ეფექტიან მუშაობასა და თანამშრომელთა პროფესიულ პასუხისმგებლობაზე.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი კობა კოპალიანი და მისი მოადგილე დავით სადაღაშვილი.

ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor