
ლიკა დიასამიძე : ,,განსაკუთრებული მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ სულხან თამაზაშვილს სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობისთვის – მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს” !
,,ბათუმში განვითარებულმა გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ საქართველოს მთავრობის უმთავრესი პასუხისმგებლობა ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაა.
მსურს გამოვხატო მადლიერება ქართული პოლიციის თითოეული თანამშრომლის მიმართ.
განსაკუთრებული მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ სულხან თამაზაშვილს სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობისთვის. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობას და დისციპლინას.
მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს”,- წერს სოციალურ ქსელში გამორჩეული ქართველი ახალგაზრდა, ბათუმელი ლიკა დიასამიძე.
მოამზადა – თამთა მაისურაძემ
,,GEO NEWS”





