• November

    7

    2023
  • 100
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი – კირბალთან მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დაუცველები ვართ, როცა არც ნატო-ს და არც ევროკავშირის ქუდი არ გვაერთიანებს დემოკრატიულ სამყაროსთან

მაკა ბოჭორიშვილი – კირბალთან მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დაუცველები ვართ, როცა არც ნატო-ს და არც ევროკავშირის ქუდი არ გვაერთიანებს დემოკრატიულ სამყაროსთან

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე, ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, რა არის ოკუპაცია და რისი გამკლავება გვიწევს ყოველდღიურად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ათენში მიმდინარე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

„ეს აჩვენებს, რამდენად დაუცველი ვართ, როდესაც არც ნატო-ს და არც ევროკავშირის ქუდი არ გვაერთიანებს დემოკრატიულ სამყაროსთან, მიუხედავად ჩვენი ევროპული მისწრაფებებისა. საქართველო ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის და მშვიდობის შენარჩუნებისთვის ქვეყანაში. ჩვენთვის საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ძვირფასია. საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო ქმედითი ზომები უნდა მიიღოს საერთაშორისო წესრიგის დასაცავად და აგრესიის შესაჩერებლად. აუცილებელია, გვახსოვდეს ის, რასაც ამჟამად ვხედავთ უკრაინაში, არის იგივე ქმედებების გაგრძელება, რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოში უკვე 30 წელია. რუსეთის იმპერიული ამბიციები დღემდე ასუსტებს ჩვენს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ არა რუსულ ოკუპაციას ჩვენი ასამბლეის მხრიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor