• November

    7

    2023
  • 78
  • 0
ოლაფ შოლცმა მხარი დაუჭირა გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების პოლიტიკას

ოლაფ შოლცმა მხარი დაუჭირა გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების პოლიტიკას

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სახელმწიფო ლიდერებს გამკაცრებულ მიგრაციულ პოლიტიკაზე დათანხმდა, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შოლცმა მხარი დაუჭირა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებას და სახელმწიფო ლიდერებთან მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ უფრო მკაცრი მიგრაციის პოლიტიკასა და ლტოლვილების ახალ დაფინანსებაზე დათანხმდა.

ამასთან, გერმანიის ხელისუფლება აპირებს, დაზოგოს დაახლოებით მილიარდი ევრო თავშესაფრის მაძიებელთათვის შეღავათების შემცირებით, მაგალითად, გაორმაგებული დროის ოდენობით, ვიდრე ისინი მიიღებენ სრულ სოციალურ სარგებელს.

„ჩვენი საერთო მიზანია უკანონო მიგრაციის უკან დახევა“, – განაცხადა შოლცმა.

როგორც მედია წერს, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვა დაახლოებით 230 000-მა ადამიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor