• November

    9

    2023
  • 119
  • 0
შარლ მიშელი – ისრაელმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის წესები, თუ არ სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ იზოლირებული აღმოჩნდეს

შარლ მიშელი – ისრაელმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის წესები, თუ არ სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ იზოლირებული აღმოჩნდეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ისრაელმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის წესები, თუ არ სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ იზოლირებული აღმოჩნდეს. აღნიშნულის შესახებ მიშელმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მიშელი უარყოფს ინფორმაციას, რომ პალესტინელებისთვის ევროპული ჰუმანიტარული დახმარება ისრაელელი მძევლების გათავისუფლებასთან არის დაკავშირებული. „ეს დახმარება მიწოდებულია უპირობოდ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ის დანიშნულების ადგილამდე არ ჩასულა“, – აღნიშნა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი განმარტავს, რომ კონფლიქტის მოგვარება ევროკავშირისთვის „აბსოლუტური პრიორიტეტია“ და მიშელი გასცემს საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზების თაობაზე მოწოდებას, რათა კომპრომისები მაგიდასთან იქნას წარმოდგენილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor