• November

    9

    2023
  • 146
  • 0
ბექა დავითულიანი – დღეს არის მომენტი, როცა საქართველო ყველაზე ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა

ბექა დავითულიანი – დღეს არის მომენტი, როცა საქართველო ყველაზე ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა

დღეს არის მომენტი, როცა საქართველო ყველაზე ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს არის როგორც ჩვენი წინაპრების, ასევე ჩვენი ხალხის და ხელისუფლების დამსახურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ყველამ კარგად დაიმახსოვროს და სპეკულაცია დასრულდეს – ევროკავშირი პუტინის მოკავშირეებს და პრორუსებს კანდიდატის სტატუსს არ აძლევს.

„ამბობენ, რომ ეს ხელისუფლების დამსახურება არ არის, თუმცა ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ამ დიდი მიღწევით ისინიც და მათი შვილებიც ისარგებლებენ. ოპოზიციის ნაწილი ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია. შეფასებას 120-გვერდიანი დოკუმენტი მოჰყვა, სადაც ნახევარი არის საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შეფასება და ეს უკვე ფაქტია. ხელისუფლებამ 12 რეკომენდაციიდან ცხრას მაინც ასრულებდა ძალიან წარმატებით. რაც შეეხება დათქმებს, რა დათქმა სჭირდება იმას, რომ არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფლად უნდა ჩატარდეს? – ევროკავშირი არავითარ რეკომენდაციას რომ არ იძლეოდეს, არჩევნები მაინც დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. ამას არანაირი დათქმა არ სჭირდება. დათქმა ევროკავშირთან უსაფრთხოების პოლიტიკის თავსებადობაზე, ეს დათქმა რეზოლუციებისა და სანქციებთან შეერთებას ეხება. ვიმუშავებთ, რაზე შეგვიძლია მიერთება. სამწუხაროდ, იქ ჩვენი ქვეყნისთვის არის რამდენიმე უხერხული მომენტი. მაგალითად, რეზოლუციები, რომელიც ეხება ირანს, მეზობელ თურქეთს და სხვა ქვეყნებს. აქ დელიკატურად მოგვიწევს ისეთ რეზოლუციებს შევუერთდეთ, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დააზიანებს. არსებობს ისეთი რეზოლუციები, სადაც სრული თავსებადობა ვერ გვექნება. კითხვა იმის თაობაზე, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული, პუტინის რეჟიმის გავლენის ქვეშ და ქვეყანა არსებული ხელისუფლების პირობებში არ იმსახურებდა, ყველამ კარგად დაიმახსოვროს და სპეკულაცია დასრულდეს – ევროკავშირი პუტინის მოკავშირეებს და პრორუსებს კანდიდატის სტატუსს არ აძლევს. ეს სპეკულაცია ყველამ უნდა დახუროს და საკუთარი ქვეყნის დაზიანებას მოეშვან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor