• November

    21

    2023
  • 119
  • 0

ირაკლი კობახიძე – არავითარი ვალდებულება არ გვაქვს, რომ დავწიოთ ბარიერი, ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს სჭირდება სტაბილური განვითარება, ამისთვის მნიშვნელოვანია ხუთპროცენტიანი ბარიერი

ვეთანხმები ევროკავშირი ელჩს, მან აღნიშნა, რომ არის ევროკავშირი ქვეყნები, უმეტესობაა ასეთები, სადაც მოქმედებს მაღალი ბარიერი. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც მოქმედებს სამპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა. „ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას ბარიერი მაღალი აქვს, ზოგს საერთოდ არ აქვს, ვიმედოვნებთ, რომ ბარიერთან დაკავშირებით რა წესებიც არ უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე იქნება წარდგენილი“.

„ასეთ პირობებში არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, რომ დაბლა დავწიოთ ბარიერი. მაღალ ბარიერს აქვს პლუსებიც და მინუსებიც. მთავარი პლუსი არის ის, რომ პროპორციული სისტემის პირობებში მაღალი ბარიერი ასრულებს ერთგვარი სტაბილიზატორი ფუნქციას. ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს  სჭირდება სტაბილური განვითარება და ამისთვის არის მნიშვნელოვანი ხუთპროცენტიანი ბარიერის შენარჩუნება“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor