• November

    27

    2023
  • 104
  • 0
გია ვოლსკი – „ნაცმოძრაობაში“ სრული ქაოსია, ეს არის რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც თუ ერთი რევოლუციონერი გარიცხა, მეორე ამას აპროტესტებს, რევოლუციური კომიტეტის დაშლას ვუყურებთ

გია ვოლსკი – „ნაცმოძრაობაში“ სრული ქაოსია, ეს არის რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც თუ ერთი რევოლუციონერი გარიცხა, მეორე ამას აპროტესტებს, რევოლუციური კომიტეტის დაშლას ვუყურებთ

არცერთი პარტია და არცერთი ორგანიზაცია არ არსებობს, სადაც დირექტორი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს, ლევან ხაბეიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭოსთან შეთანხმების გარეშე, რომელიც ალბათ აქვთ და რომელიც იმ ადამიანის დაწერილ მანიფესტს იხილავს, რომელიც არც საქართველოს მოქალაქეა და პარტიაშიც არანაირ იერარქიულ პოზიციას არ იკავებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობაში“ სრული ქაოსია და დაშლის პროცესი მიმდინარეობს.

„ლევან ხაბეიშვილის მხრიდან პარტიული საკითხების ცოდნა კიდევ ერთხელ დადასტურდა. „ნაცმოძრაობაზე“ მსჯელობა, როგორც ერთიან მონოლითურ პოლიტიკურ ძალაზე, აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. ეს პარტიაც აღარ არის, არის რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც თუ ერთი რევოლუციონერი გარიცხა, მეორე ამას აპროტესტებს. აბსურდის თეატრსა და რევოლუციური კომიტეტის დაშლას ვუყურებთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor