• December

    1

    2023
  • 234
  • 0

ლუკა კურტანიძე – ასე არ შეიძლება, მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია, მტკივნეულია….

„დღეს ჭიდაობის ფედერაციაში საანგარიშო ყრილობა დაიწყო. როგორც მსოფლიო ჩემპიონს, ალბათ, მქონდა უფლება, თუნდაც სტუმრის სტატუსით დავსწრებოდი ყრილობას და მომესმინა რა ხდება, რა იგეგმება ოლიმპიური თამაშების წელს, რადგან სხვა თუ არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყნისთვის, ამ კუთხით მაინც ვთვლი, რომ რაღაც შევძელი… იმის ღირსი მაინც ვიყავი, ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ იმდენი ადამიანის წინაშე მაინც, არადა, ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი… ჯერ პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მკითხა, რა გინდა აქ და მიმანიშნა, რომ ზედმეტი ვიყავი, შემდეგ დაუძახა გენმდივანს და ბატონ თამაზს მითითება მისცა. გენერალურმა მდივანმა მითხრა, რომ კანონით ყრილობაზე დასწრების უფლება არ მქონდა, კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა… დავიბენი, რადგან არ ველოდი. შემრცხვა, ძალიან დამცირებული ვარ! ძალიან მეტკინა. რაღაც ვთქვი და წამოვედი”,- ამის შესახებ  ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს. 

გეკითხებით ყველას და პირველ რიგში, პრემიერ მინისტრს, რადგან ქვეყანას მთელი ცხოვრება შევწირე, მხოლოდ ჩემი ერი და სამშობლო იყო ჩემი ძალა – რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მამცირებენ?! იქაც, სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?! ვფიქრობ, ასე არ შეიძლება! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია… მტკივნეულია ძალიან, მაგრამ უფალს მივენდობი… ალბათ, ესეც უნდა მივიღო?! ჭიდაობის ოჯახს კი ერთიანობას ვუსურვებ სამშობლო საქართველოსთვის“, – წერს ლუკა კურტანიძე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor