• December

    6

    2023
  • 117
  • 0

ნათია მეზვრიშვილი – ოცნებაში ჩვეულებრივი აღებ-მიცემობაა საზღვრების გარეშე

კორუფციის ჭაობში ჩაფლულ ოცნებაში, შიშით გამოწვეული და ვფიქრობ, ლოგიკური ფაცი-ფუცია”,-   პარტია ,, საქართველოსთვის ” ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,, ერთს ვიტყვი: ეს ის ოცნებაა, რომელიც 2020 წელს ჩვენს ინიციატივას სუსიდან, პროკურატურიდან, იუსტიციიდან კორუფციის გამოძიების ფუნქციის გამოტანის და რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ, შეეწინააღმდეგა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოს პრიორიტეტებში ასაყვანად, მაინც მოვახერხეთ პირველი ნაბიჯის გადადგმა და ანტი-კორუფციული საკოორდინაციო მექანიზმის მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოტანა.

ახლა ხომ გასაგებია რატომ იყვნენ წინააღმდეგები? ამ კორუფციის იმედადაა ოცნება 2024 წლის არჩევნებზე – იმ ტოტს არ მოჭრიან, რაზეც სხედან. ოცნებაში დღეს კორუფციის დამზღვევი ერთი თანამდებობის პირიც არაა დარჩენილი, რომ აღარაფერი ვთქვათ ინსტიტუტებზე, ვისაც ამის გამოძიება ევალება. ბოლო თვეებში ელიტური კორუფციის სულ მცირე სამი გახმაურებული ფაქტი იყო პრემიერის და თბილისის მერის მხრიდან და პროკურატურას (რომელსაც სხვათაშორის ოფიციალურად მივმართეთ), ამ დრომდე გამოძიებაც არ დაუწყია. კორუფციისთვის სანქცირებული მოსამართლეები ისევ პოსტებზე არიან.

ოცნებაში ჩვეულებრივი აღებ-მიცემობაა საზღვრების გარეშე.

ეს განუკითხაობაა მიზეზი იმისა, რომ ევროკავშირის 9 რეკომენდაციას 1-ის ნაცვლად 10 მკაფიო წინადადება დაემატა კორუფციაზე. ამ თემიდან, ისევე როგორც მართლმსაჯულებიდან და არჩევნებიდან, ოცნება უბრალოდ ვერ „გაძვრება“ და ეს კარგად იციან”- წერს მეზვრიშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor