• September

    12

    2023
  • 105
  • 0

ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობის“ ბელადი საკუთარი კეთილდღეობისთვის ხარჯავდა საბიუჯეტო მილიონებს, ახლა იგივე ადამიანები კანონიერ ხარჯებზე სვამენ კითხვებს

კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლები ხარჯები სრულად აისახება პრემიერის დეკლარაციაში, შესაბამისად ყველაფერი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და საჯარო, სრული ინფორმაციის ისედაც გაუზიარეს შესაბამისმა სამსახურებმა საზოგადოებას, ყველაფერი არის სათანადოდ, კანონის შესაბამისად გაკეთებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „„ნაცმოძრაობის“ ბელადი მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტის ხარჯზე იწყობდა საკუთარ კეთილდღეობას და მას მილიონობით ლარი აქვს დახარჯული.

„ნაცმოძრაობის“ ბელადი საკუთარი კეთილდღეობისთვის ხარჯავდა საბიუჯეტო მილიონებს. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს იყო ლეგიტიმური და პიჯაკების საქმეს ეძახდა ამ საქმეს. რა შუაშია პიჯაკები?! კაცმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დახარჯა მილიონობით საბიუჯეტო თანხები, რესურსი, ახლა იგივე ადამიანები, კანონიერ ხარჯებზე სვამენ კითხვებს. ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან, როცა დეკლარაცია გამოქვეყნდება, არაფერია დასამალი. ყველაფერი არის სუფთად, განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც ახლა სპეკულირებს ამ თემით“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor