• December

    14

    2023
  • 110
  • 0
მიხეილ სარჯველაძე – სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ მოსახლეობას აქვს ამნეზია, არ ანაღვლებს, საქართველოში მის შესახებ რას იფიქრებენ

მიხეილ სარჯველაძე – სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ მოსახლეობას აქვს ამნეზია, არ ანაღვლებს, საქართველოში მის შესახებ რას იფიქრებენ

სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობას აქვს ამნეზია, არ ანაღვლებს, საქართველოში მის შესახებ რას იფიქრებენ და მთავარია, მისთვის რას იფიქრებენ უცხოეთში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ზურაბიშვილი ქართველი ამომრჩევლების მიმართ ასეთ დამოკიდებულებებს ავლენს.

„არ ვიცი გათვლა რაზე ჰქონდა გაკეთებული, როდესაც მისივე სიტყვებია „არა და არასდროს“ დასმულ კითხვაზე შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს. „არა და არასდროს“ ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ აპირებდა ამ პოზიციისთვის გადაეხედა. როდესაც ის ახალ ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთი რამ არ უთქვამს, თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ მთელ საქართველოს მოსახლეობას ამნეზია აქვს. მესამე ვარიანტია, მას არ ანაღვლებს საქართველოში მის შესახებ რას იფიქრებენ და მთავარია, მისთვის რას იფიქრებენ უცხოეთში, სადაც შეიძლება, მისი მანამდე გაკეთებული გამონათქვამი ვინმეს ნაკლებ ყურადღების ღირსად ჩაეთვალა და ახალა შეიძლება დროა მისთვის, რომ ასეთი განცხადებები აკეთოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი თანამდებობისთვის შეუფერებელია და მას არც რეიტინგი აქვს.

„რა ალაპარაკებს და რა აიძულებს, რომ ასეთი იაფფასიანი მეტამორფოზა შესთავაზოს საზოგადოებას, ეს ჩემთვის გაუგებარი. მე თავად ძალიან არ მსიამოვნებს როდესაც მიწევს ამის თქმა, რომ ეს იაფფასიანი მეტამორფოზაა, მაგრამ ეს ასეც არის. საქართველოში ვინ უნდა დააჯეროს, გინდა ოპოზიციაში, ხელისუფლებაში და გინდა ნებისმიერ ამომრჩეველში, როდესაც ამბობს, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს. რას შეიძლება გამოეწვია? როგორც ჩანს, არის რაღაც პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ ანაღვლებს ზურაბიშვილის რეპუტაცია და რომლისთვისაც ახლა შეიძლება, აქტუალურია უფრო მეტად სააკაშვილის შეწყალებაზე ფიქრი და მუშაობის დაწყება. ზურაბიშვილი იძულებულია, რომ ამას ანგარიში გაუწიოს. რამდენად დამოუკუდებელი და ანგარიშვალდებულია საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომელსაც ერთხელ ზურაბიშვილმა უთხრა, რომ ის არა და არასდროს აპირებს სააკაშვილის შეწყალებას და ახლა ამბობს, რომ ასეთი რამ არ მითქვამსო, შეფასებებს ამომრჩეველიც უკეთებს და აქედან გამომდინარე გამოდის დასკვნები. ისედაც არაფერი რეიტინგი არ ჰქონდა ამ პოლიტიკოს და ახლა მით უმეტეს რაზე უნდა ვისაუბროთ. პატივისცემა ვის ექნება „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს თუ ოპოზიციის ნებისმიერ ამომრჩეველს. ყველაფერი დღესავით ნათელია. ხალხის რეაქციაზე გათვლას როდესაც აკეთებდა მაშინ პრეზიდენტმა თქვა, რომ “არა და არასდროს“, რადგან ძალიან კარგად იცოდა როგორია მოსახლეობის განწყობა ამ საკითხზე. ახლა როგორი იქნება ეს რეაქცია თავადვე ძალიან კარგად იცის და აქედან გამომდინარე რაც არ უნდა სადმე ეძებდეს დასაყრდენს, რომელიმე ოპოზიციურ თუ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში როგორ შეიძლება მან თავის სიტყვებს და ქართველ ამომრჩეველს უღალატოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor