• December

    15

    2023
  • 115
  • 0
ილჰამ ალიევი – საფრანგეთში ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, იყოს თავად სომხებზე უფრო მეტი სომეხი

ილჰამ ალიევი – საფრანგეთში ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, იყოს თავად სომხებზე უფრო მეტი სომეხი

საფრანგეთში ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, იყოს თავად სომხებზე უფრო მეტი სომეხი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ალიევის თქმით, ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ აზერბაიჯანს უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენა, თუმცა ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან აზერბაიჯანმა ჩაატარა ანტიტერორისტული ოპერაცია სეპარატისტებისა და ოკუპანტების წინააღმდეგ საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ზოგიერთი დასავლური ქვეყანა და ტრადიციულად, საფრანგეთი ამ მდგომარეობასთან შეგუებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკვე ხედავს, რომ სომხეთიც კი შეეგუა ამ მდგომარეობას.

„საფრანგეთში ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, იყოს თავად სომხებზე უფრო მეტი სომეხი, მაგრამ მათაც მოუწევთ ამ ვითარებასთან შეგუება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor