• December

    20

    2023
  • 104
  • 0
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა და ოჯახის სასარგებლოდ 130 000 ევროს გადახდის გადაწყვეტილება მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა და ოჯახის სასარგებლოდ 130 000 ევროს გადახდის გადაწყვეტილება მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლომ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა. მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.

გიგა ოთხოზორიას ოჯახმა არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 000 ევროს კომპენსაცია უნდა მიიღოს.

სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე მთავრობამ ვერ შეასრულა კონვენციის 38-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებები. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი და პროცედურული მხარეები; ამასთან, ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს ოთხოზორიას ოჯახს ერთობლივად, სამი თვის განმავლობაში 130 000 ევრო, დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, დაეკისროს მორალური ზიანის შესაბამისად.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor