• December

    21

    2023
  • 108
  • 0
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ

უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ

უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა 238-მა დეპუტატმა.

ჟელეზნიაკის განმარტებით, კანონპროექტი არეგულირებს კანაფის გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში, ხოლო მისი გავრცელება რეკრეაციული მოხმარებისთვის კვლავ დანაშაულად რჩება.

სამედიცინო კანაფის საფუძველზე დამზადებული პრეპარატების მიღება კი მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით იქნება შესაძლებელი. კანონი ამოქმედდება მისი გამოქვეყნებიდან ექვს თვეში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor