• December

    26

    2023
  • 88
  • 0
გიორგი ვაშაძე – ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელისუფლების ცვლილება და სწრაფი რეფორმებია საჭირო, რომელსაც „გამარჯვების კოალიცია“ განახორციელებს

გიორგი ვაშაძე – ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელისუფლების ცვლილება და სწრაფი რეფორმებია საჭირო, რომელსაც „გამარჯვების კოალიცია“ განახორციელებს

იმდენად უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია, რომ ცალსახად აჩვენებს, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმას.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელისუფლების ცვლილება და სწრაფი რეფორმებია საჭირო, რომელსაც „გამარჯვების კოალიცია“ განახორციელებს.

„კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამ დოკუმენტს მალავდა ერთი თვე ხელისუფლება, რა შეიძლება ვუწოდოთ ამას? „ქართული ოცნების“ პირდაპირი გზავნილია -„არ მინდა ევროკავშირი“. იმდენად უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია, რომ ცალსახად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნები, გავატაროთ სწრაფი რეფორმები, რომლებიც დაჩქარებული წესით შეგვიყვანს ევროკავშირში. ჩვენი, „გამარჯვების კოალიციის“ ამოცანა სწორედ ეს არის. უბრალოდ მინდა ვთხოვო საზოგადოებას – წაიკითხეთ, რამდენად უშინაარსო და აბსურდული დოკუმენტი გამოაქვეყნეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor