• September

    12

    2023
  • 73
  • 0
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ხარაგაულისა და კოპიტნარის სამხედრო ბაზის გგს-ებში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ხარაგაულისა და კოპიტნარის სამხედრო ბაზის გგს-ებში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ხარაგაულისა და კოპიტნარის სამხედრო ბაზის გაზაგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 14 სექტემბრის 12:00-დან 13:00-საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა შეფერხდეს დაბა ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ძირულა, ვარძია, ჯაფაროული, ჩხერი, ისლარი, ფარცხნალი, თეთრაწყარო, ახალსოფელი, საქარიქედი, ბაზალეთი, ლაშე, კიცხი, ხოლო 15 სექტემბრის 12:00დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა შეფერხდეს კოპიტნარის სამხედრო ბაზაზეც.

„ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor