• March

    23

    2024
  • 101
  • 0
რუსული მედია – „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან

რუსული მედია – „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან, თუმცა, ამ ეტაპზე მათი რიცხვი უცნობია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ასევე ცნობილი ხდება, რომ კომპლექსის ერთ-ერთ ფლიგელში საბავშვო კონკურსი მიმდინარეობდა, სადაც ვოლოგდიდან და ჩერეპოვეციდან ჩასული ბავშვებიც იღებდნენ მონაწილეობას. ამ ბავშვების ევაკუაცია შენობიდან უსაფრთხოდ განხორციელდა.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor