• March

    25

    2024
  • 168
  • 0
ვინ დგას რუსული ტერაქტის უკან ?

ვინ დგას რუსული ტერაქტის უკან ?

მოსკოვის ოლქის „კროკუს სიტი ჰოლის“ მიმდებარედ, 22 მარტს, დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღბულმა პირებმა თავდასხმა მოაწყვეს.

ოფიციალური მონაცემებით, 60-ზე მეტი დაღუპულია, მათ შორის ბავშვებიც.

დღესითვის გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ისლამურ სახელმწიფოს უკავშირდება.

ისლამური სახელმწიფოს ავღანურ-პაკისტანური ფილიალი 2015 წელს გაჩნდა. იგი დასავლურ წყაროებში ცნობილია აბრევიატურებით ISIS-K ან ISKP.

ISIS-ის მხარდამჭერები მიზნად ისახავენ ურწმუნოებთან ბრძოლას პლანეტაზე ისლამის სრულ ტრიუმფამდე.

ISKP-ის ხელმძღვანელის სანაულა ღაფარის სახელს უკავშირდება ორგანიზაციის გადააკეთება პირდაპირი შეტაკებიდან მზარდი და დაუნდობელი ტერორისკენ – თალიბების, რელიგიური უმცირესობებისა და ამერიკელების წინააღმდეგ.

2021 წლის აგვისტოში ქაბულიდან აშშ-ს ჯარების გაყვანის დროს, სავარაუდოდ, მან განახორციელა დაბომბვა აეროპორტის ჭიშკართან. დაბომბვის შედეგად მაშინ 182 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

გარკვეული დროის მერე რელიგიური უმცირესობებისა და ამერიკის გარდა ISKP-მა ახალი მტრები დაასახელა. მათ შორის აღმოჩნდა რუსეთიც.

2022 წლის 5 სექტემბერს ავღანეთში, ქალაქ ქაბულში რუსეთის საელჩოსთან აფეთქება მოაწყვეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დიპლომატიური მისიის ორი თანამშრომელი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ხორასანის ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

წლეულს იანვარშიც მოხდა აფეთქება ირანის ქალაქ კემრანში, რომლის დროსაც 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ISKP-მა თავი ტერაქტის ორგანიზატორად გამოაცხადა. აფეთქებებში ამ ორგანიზაციის მონაწილეობა აშშ-ის დაზვერვამაც დაადასტურა.

მაგრამ რას ერჩის ISKP რუსეთს?

უცხოური მედიასაშულებების ინფორმაციით, რადიკალი ისლამისტებისთვის რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც „ჩაგრავს მუსლიმებს“, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა რუსეთის მიმართ განსაკუთრებული მტრობის უფრო ღრმა მიზეზებიც არსებობს: ISKP ბოლო წლებში ცდილობს გააფართოოს მოძრაობის ეთნიკური ბაზა, როგორც ავღანეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამრიგად, ავღანეთის ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უზბეკები და ტაჯიკები ცხოვრობენ, ორგანიზაციის მხარდამჭერთა რიცხვი კი არ კლებულობს, არამედ იზრდება.

ISKP ემუქრება ცენტრალური აზიის ხელისუფლებას და უწოდებს მათ “რუსეთის იმპერიის მარიონეტებს”. ამ თვალსაზრისით, ISKP-სთვის რუსეთთან ბრძოლა არის ბრძოლა რესურსებისთვის, უპირველეს ყოვლისა, რადიკალური მხარდამჭერებისთვის უზბეკეთში, ტაჯიკეთში და მეზობელ ქვეყნებში.

თუმცა ტერორისტული ორგანიზაციების იდეოლოგიაში გაბატონებული დამოკიდებულება რუსეთისადმი, არ შეიძლება ყოფილიყო ცალსახად ამ ტერაქტის მიზეზი. ის უფრო ღრმა და გლობალურია და მსოფლიოში შექმნილ ვითარებას უკავშირდება, თავისთავად ცხადია, უკრაინის საკითხთან ერთად.

როგორც მოვლენები ადასტურებენ, დასავლეთის ზოგიერთი ძალებისა და ამერიკის ინტერესები ემთხვევა რადიკალი ისლამისტების ზრახვებს და ეს მხარდაჭერა ხშირად, სამწუხაროდ, არა მხოლოდ რიტორიკის დონეზე, არამედ, როგორც ამბობენ, ფინანსურადაც მიმდინარეობს, კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთის დასუსტების მიმართულებით.

რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ტრაგედიამ?

პოლიტიკური თვალსაზრისით, შედეგები სავალალო შეიძლება იყოს, რადგან ის, გაამწვავებს კონფლიქტის ფაზას უკრაინის მიმართულებით და ჩიხისკენ წაიყვანს ამერიკა-დასავლეთი და ანგლოსაქსური ჯგუფებისა და რუსეთის თუნდაც უტოპიური შეთანხმება-მოლაპარაკებების შესაძლებლობას, რაც, ყველაზე არასაიმედო სცენარს თუ წარმოვიდგენთ, მესამე მსოფლიო ომისკენ მიდის…

ირანდა კალანდაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor