• April

    1

    2024
  • 109
  • 0

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით, ისრაელში საპროტესტო აქციები, მეორე დღეა, მიმდინარეობს

ისრაელში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები, მეორე დღეა, მიმდინარეობს. გუშინ ანტისამთავრობო აქციას იერუსალიმის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეუერთდა.

სიენენის“ ინფორმაციით, დღეს აქციის მონაწილეები ისრაელის პარლამენტთან მივიდნენ აბრებით. ისინი ნეთანიაჰუს გადადგომასთან დაკავშირებულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ვერ უზრუნველყო ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლება.

აქციის ორგანიზატორები გეგმავენ ისრაელის პარლამენტთან დარჩენას ოთხშაბათამდე, როდესაც პარლამენტი საგაზაფხულო დასვენების შემდეგ მუშაობას განაახლებს.

შეგახსენებთ, თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს ვარაუდებს ვადამდელი არჩევნების შესახებ და აცხადებს, რომ ამით მხოლოდ „ჰამასი“ ისარგებლებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor