• April

    1

    2024
  • 183
  • 0
როგორც ნაცებს არაფერი ეშველება, ისე შენც, გედი…

როგორც ნაცებს არაფერი ეშველება, ისე შენც, გედი…

ოპოზიციას ჰყავს ერთი სატირულ_იუმორისტული პერსონაჟი _გედევან-გედეონ-გედი ფოფხაძე, როგორც არქიფო სეთურს, მასაც სურს უმღერონ _პოლიქრონიონ, მაგრამ არავინ არაფრად არ აგდებს…

,,ჩვენი,, გედევანი _იურისტია და პოლიტიკას მიტმასნებული მედროვე.
გედეონი _ ბიბლიური კერპთა მსხვრეველი, გედი კი იცით, რაც არის.

როგორც ხედავთ, ამ კაცს სამი სახელი აქვს, მაგრამ, წესით, ერთიც არ ეკუთვნის…
რატომო, იკითხავთ… იმიტომ რომ, მოღალატეა, მოღალატე კი, როგორც ვირი, ღობის იქით და აქეთ, ანუ პოზიციის, თუნდაც ოპოზიციის მხარეს დადგეს, ორივეგან ის, იქნება, რაც იყო, ანუ ვირი…

,,ქართულ ოცნებას,, რომ ემხრობოდა, მაშინ ,,ოცნება,, იყო ქვეყნის მხსნელი, ახლა, გედის აზრით, ოპოზიციაა სპეტაკი.

ისედაც არ მქონდა ამ კაცზე დიდი წარმოდგენა, მაგრამ, რაც ხელისუფლების დამხობის გეგმების დაწყობა დაიწყო, მას შემდეგ აღარც გედია ის ჩემთვის და აღარც ფარშევანგი…
რა ჰქნას, გედიმ?! არავის სჭირდება და ახლა ნაცებს ექლასუნება…მაგრამ ორგაზმს მაინც ვერ განიცდის.

გედი ილუზიებშია ჩავარდნილი და ცხვირ-ნისკარტაწეული ზეცას შეჰყურებს, ეგება ნაცებს უშველო, ზებუნებრივო ძალებო და მეც მიშველოთო, ფული და პრივილეგიები მომაპოვებინეთო, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ რეალობაში ფოფხაძეს, როგორც შეეძლო, ისე უღიმღამოდ, უკვე აქვს ნამღერი თავისი უკანასკნელი გედის სიმღერა და ახლა მისი ფაფხური კატის კნავილია და სხვა არაფერი…

როგორც ნაცებს არაფერი ეშველება, ისე შენც, გედი…
ნაცები შავად ჩაიწერებიან ისტორიის წიგნში, ვწუხვარ _შენ ვერც იქ მოხვდები…

,,Geo News “

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor