• April

    4

    2024
  • 117
  • 0
კახა კალაძე – არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარი აღარ დარჩა, მათ ერთი სისტემა აქვთ

კახა კალაძე – არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარი აღარ დარჩა, მათ ერთი სისტემა აქვთ

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების განწყობა მათი ქმედებებისა და განცხადებების შესაბამისია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითიც სამოქალაქო საზოგადოების ინდექსს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა.

თბილისის მერის განმარტებით, საქართველოს მოსახლეობაში არასამთავრობო სექტორი არაპოპულარულია.

„ამ ქვეყანაში თუ რომელიმე ინსტიტუცია არაპოპულარულია, ეს არასამთავრობო ორგანიზაციებია, თავიანთი ქმედებებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე. ზღვარი აღარ დარჩა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. მათ ერთი სისტემა აქვთ, რადიკალები არიან. ერთს აქვს კონკრეტული ფუნქცია, რომელსაც პოლიტიკური პარტია ჰქვია, მეორესაც იგივე ფუნქცია აქვს, სხვა სახელით. საზოგადოების განწყობა მათ მიმართ შესაბამისია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor