• May

    1

    2024
  • 103
  • 0
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, პროტესტს დღეს თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე გააგრძელებენ

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, პროტესტს დღეს თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე გააგრძელებენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში გააგრძელებენ პროტესტს.

როგორც პარლამენტთან აქციაზე რატი ამაღლობელმა განაცხადა, ერთი ნაკადი დაიძრება პირველი გიმნაზიიდან, ხოლო მეორე ნაკადი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან. მისივე თქმით, თბილისის ქუჩებში დაიწყება არაძალადობრივი მოძრაობა.

„ეს არის ჩვენი ახალგაზრდობის გამზრდელი ორი კერა, ამ კერასათან ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი“, – აღნიშნა რატი ამაღლობელმა.

ამ წუთებში, აქციის ერთ-ერთ ჯგუფს, რომელიც ინგოროყვას ქუჩისკენ მოძრაობს, რატი ამაღლობელი და ეკა კვესიტაძე მიუძღვებიან.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მეორე მოსმენით ცოტა ხნის წინ უყარა კენჭი და 83 ხმით 23-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor