• May

    1

    2024
  • 101
  • 0
აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის კარის შემტვრევას ცდილობდა

აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის კარის შემტვრევას ცდილობდა

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის კარის შემტვრევას ცდილობდა.

ადგილზე მივიდა აქციის მონაწილეების მეორე ჯგუფი და მოუწოდა მათ მშვიდობიანი აქციისკენ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა რუსეთის დროშას ცეცხლი წაუკიდეს.

ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ, აქცია გამართონ მათთვის სასურველ ადგილზე.

ამასთან, შსს მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor