• May

    2

    2024
  • 82
  • 0
ვენეციის კომისიაში აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე დასკვნას პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებენ

ვენეციის კომისიაში აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე დასკვნას პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებენ

ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს.

ვენეციის კომისიის განცხადების თანახმად, ვენეციის კომისიის დელეგაცია ატარებს ონლაინ შეხვედრების სერიას საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან, დაჩქარებული დასკვნის მომზადების კონტექსტში.

მოსაზრება მზადდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე.

„ვენეციის კომისიის დელეგაცია ორშაბათს, 2024 წლის 29 აპრილს შეხვდა სახალხო დამცველს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიასაშუალებებისა და მაუწყებლების წარმომადგენლებს. დელეგაცია 2024 წლის 2 მაისს პარლამენტში გეგმავს ონლაინ შეხვედრას საპარლამენტო ფრაქციებთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან დისკუსიების გასაგრძელებლად. დასკვნა გამოიცემა გადაუდებელი პროცედურით ვენეციის კომისიის რეგლამენტის მე-14 ა მუხლის შესაბამისად და გამოქვეყნდება უახლოეს კვირებში, რათა პარლამენტისთვის შესაძლებელი გახდეს მისი განხილვა კანონის მიღებამდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor