• September

    14

    2023
  • 74
  • 0
სალომე ზურაბიშვილი – საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს, მე, როგორც პრეზიდენტი, ძალისხმევას არ დავიშურებ

სალომე ზურაბიშვილი – საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს, მე, როგორც პრეზიდენტი, ძალისხმევას არ დავიშურებ

საქართველო  მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს, მე, როგორც პრეზიდენტი, ძალისხმევას არ დავიშურებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

ზურაბიშვილი „ტვიეტრის“ გვერდზე ვროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს განცხადებისთვის მადლობას უხდის.

„პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს.

საქართველო  მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

მე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ პერსპექტივის რეალობად ქცევისადმი თავდადებულია, ძალისხმევას არ დავიშურებ.

ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის (ევროკავშირის) მომავალსაც გაიზიარებს!“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor