
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებოდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ტერიტორია დაატოვებინეს და პოლიცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს განლაგდა.
ისმის შეძახილები: „მონებო”; “სირცხვილია”; ასევე საყვირების ხმა.
სამართალდამცველებს გადაკეტილ აქვთ ასევე 9 აპრილის ქუჩის მხარე.





