• May

    17

    2024
  • 92
  • 0
სასამართლომ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის საკუთარ თავს და აქციის მონაწილეებს იცავდა. მისივე თქმით, აქციის დროს სამართალდამცველები არაპროპორციულ ძალას იყენებდნენ.

ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. დაცვის მხარე გიორგი ოკმელაშვილის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

საქმის წინა სასამართლო პროცესი 4 ივლის გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ოკმელაშვილმა მიმდინარე წლის 13 მაისს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. უწყების ცნობით, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor