• May

    17

    2024
  • 90
  • 0
შსს – დერილ შოლცი შსს-ს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ, აღნიშნული პირი სასწრაფო დახმარების ბრიგადას აქციების არცერთი ლოკაციიდან სამედიცინო დაწესებულებებში არ გადაუყვანია

შსს – დერილ შოლცი შსს-ს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ, აღნიშნული პირი სასწრაფო დახმარების ბრიგადას აქციების არცერთი ლოკაციიდან სამედიცინო დაწესებულებებში არ გადაუყვანია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება ეხმაურება სხვადასხვა მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, სადაც დერილ შოლცი ამბობს, რომ აქციაზე ყოფნის დროს, მას სახისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

„განვმარტავთ, რომ სატელევიზიო ეთერებში გაჟღერებული პიროვნებების სახელით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოხების მართვის ცენტრი „112″- ში შეტყობინება დახმარების გაწევის მიზნით არ შემოსულა. დერილ შოლცი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დერილ შოლცისგან სამედიცინო დახმარების შესახებ მოთხოვნა ბოლო პერიოდში არ შესულა.

გარდა ამისა, აქციების არცერთი ლოკაციიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას აღნიშნული პირი სამედიცინო დაწესებულებებში არ გადაუყვანია.

ამასთანავე, არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნული პირი, მკურნალობის ჩატარების მიზნით, მოთავსებული არ ყოფილა.

დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ინფორმაციის მიღების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რადგან, მათთვისაც უცნობი იყო მსგავსი სახის ინციდენტის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor