• July

    2

    2024
  • 82
  • 0
ილჰამ ალიევი – სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლაა

ილჰამ ალიევი – სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლაა

სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლაა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის კონსტიტუცია შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და ვიდრე მასში ცვლილებები არ მოხდება, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება.

ამავდროულად, ილჰამ ალიევს მიაჩნია, რომ მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში მხარეები საკმაოდ სწრაფად მოქმედებენ.

„მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ მუშაობა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, ყოველ შემთხვევაში მის ძირითად პრინციპებზე, რამდენიმე თვეში. უნდა აღვნიშნო, რომ ოკუპაციის დროს შუამავლების გეგმა იყო შეთანხმების მიღწევა მადრიდული პრინციპების შესაბამისად. უნდა მოხდეს მათი პარაფირება და შემდეგ ტექსტის შედგენა. მიგვაჩნია, რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ვარიანტი – მივაღწიოთ შეთანხმებას ძირითად პრინციპებზე, გავაკეთოთ პარაფირება და შემდეგ ტექსტზე ვიმუშაოთ. ეს მოხდება, თუ ისინი კონსტიტუციას შეცვლიან“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor