• July

    3

    2024
  • 78
  • 0
ჯო ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ დემოკრატმა დეპუტატმა საჯაროდ პირველად მოუწოდა

ჯო ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ დემოკრატმა დეპუტატმა საჯაროდ პირველად მოუწოდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა დეპუტატმა, ლოიდ დოგეტმა ჯო ბაიდენს არჩევნებში კანდიდატურის მოხსნისკენ საჯაროდ მოუწოდა. ის გახდა პირველი დემოკრატი დეპუტატი, რომელმაც ბაიდენს ამ მოწოდებით მიმართა.

ტეხასის შტატის კონგრესმენმა აღნიშნა, რომ ბაიდენმა უნდა მიიღოს მტკივნეული და რთული გადაწყვეტილება თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ.

„ჩემი გადაწყვეტილება ამ გაფრთხილების შესახებ არ არის მარტივად მიღებული და არანაირად არ ამცირებს ჩემს პატივისცემას იმ ყველაფრის მიმართ, რასაც პრეზიდენტმა ბაიდენმა მიაღწია. ვაღიარებ, რომ, ტრამპისგან განსხვავებით, პრეზიდენტ ბაიდენის პირველი ვალდებულება ყოველთვის იყო, ემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის და არა საკუთარი თავისთვის. იმედი მაქვს, ის მიიღებს მტკივნეულ და რთულ გადაწყვეტილებას, მოხსნას თავისი კანდიდატურა. მე პატივისცემით მოვუწოდებ მას ამის გაკეთებას“, – განაცხადა დოგეტმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor