• July

    10

    2024
  • 80
  • 0

გია ვოლსკი – სახეზეა უსამართლობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ლომჯარიამ და გიგაურმა გადაწყვიტეს, ინფორმაცია არ წარადგინონ, რა თანხას იღებენ

მნიშვნელოვანია „მეგობარი აქტი“, ამერიკის დახმარება და ამერიკის მონაწილეობით ნატო-ს წვრთნების ჩატარება საქართველოში. მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ნატო-მ და ამერიკამ რუსეთს არ უნდა მისცენ უპირატესობის მოპოვების საშუალება სამხრეთ კავკასიაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, დასანანია, რომ ადგილი აქვს არასწორ და არაობიექტურ მიდგომას.

„გარკვეულწილად, სახეზეა უსამართლობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ლომჯარიამ და გიგაურმა გადაწყვიტეს, საზოგადოებას ინფორმაცია არ წარუდგინონ, რა თანხას იღებენ და რა პროგრამებს აფინანსებენ. ამის გამო წვრთნები შეჩერდა. საუბრობენ, რომ საქართველო სამხედრო დახმარებას არ მიიღებს. საქართველოს წინააღმდეგ რადიკალური ოპოზიციის ძალებით ასეთი აჯაგრული ჯგუფის შექმნა რისი გულისთვის ხდება? იმისთვის, რომ არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობა მოვითხოვეთ, რა თანხას იღებენ და რას ხარჯავენ. თუ ჩვენი რიტორიკა უცხოელი პარტნიორების რიტორიკას არ შეესაბამება, ეს არ არის უცხო დემოკრატიული სამყაროსთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor