• July

    11

    2024
  • 66
  • 0
შალვა პაპუაშვილი – დეზინფორმაციის ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს, რა არის სიმართლე, ცალკე ისტორიაა, რა როლი შეასრულა საქართველომ 2021 წელს ავღანეთიდან ნატო-ს ჯარების სწრაფი გამოსვლის უზრუნველყოფაში

შალვა პაპუაშვილი – დეზინფორმაციის ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს, რა არის სიმართლე, ცალკე ისტორიაა, რა როლი შეასრულა საქართველომ 2021 წელს ავღანეთიდან ნატო-ს ჯარების სწრაფი გამოსვლის უზრუნველყოფაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით საქართველო, უკვე წლებია, უსწრებს ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას.

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ასევე, საქართველო ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა ავღანეთში ნატო-ს მისიაში, ალიანსის წევრებთან შედარებით კი მეოთხე იყო.

„ცრუ ბრალდებების და დეზინფორმაციის ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს, რა არის სიმართლე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, 2015-2021 წლებში საქართველო ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა, თავად ნატო-ს წევრებთან შედარებით კი მეოთხე ვიყავით აშშ-ის, გერმანიის და იტალიის შემდეგ.

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, ვინ რა სირთულის დავალებებს ასრულებდა. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ისტორიები და გაღებული მსხვერპლი ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს.

ცალკე ისტორიაა, რა როლი შეასრულა საქართველომ 2021 წელს ავღანეთიდან ნატო-ს ჯარების სწრაფი გამოსვლის უზრუნველყოფაში.

ისიც კარგად გვახსოვდეს, რომ დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით, უკვე წლებია, ვუსწრებთ ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor