• July

    13

    2024
  • 90
  • 0
ირანის პრეზიდენტი – აშშ-მა უნდა გააცნობიეროს რეალობა და გაიგოს, რომ ირანი არ უპასუხებს ზეწოლას, ჩვენი თავდაცვის დოქტრინა არ შეიცავს ბირთვულ იარაღს

ირანის პრეზიდენტი – აშშ-მა უნდა გააცნობიეროს რეალობა და გაიგოს, რომ ირანი არ უპასუხებს ზეწოლას, ჩვენი თავდაცვის დოქტრინა არ შეიცავს ბირთვულ იარაღს

აშშ-მა უნდა გააცნობიეროს რეალობა და ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, რომ ირანი არ უპასუხებს ზეწოლას, გაიგოს, რომ ირანის თავდაცვის დოქტრინა არ შეიცავს ბირთვულ იარაღს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა.

ამასთან, ირანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ჩინეთთან და რუსეთთან მეგობრობას.

„ჩინეთი და რუსეთი რთულ პერიოდში მუდმივად გვერდში გვიდგანან. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მეგობრობას. რუსეთი ირანის ღირებული სტრატეგიული მოკავშირე და მეზობელია, ჩემი ადმინისტრაცია დარჩება ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების ერთგული. ირანელმა ხალხმა მანდო ძლიერი მანდატი, რათა განვაგრძო კონსტრუქციული ჩართულობა საერთაშორისო ასპარეზზე და დაჟინებით მოვითხოვო ჩვენი უფლებების დაცვა, ღირსება და დამსახურებული როლი რეგიონში და მსოფლიოში“, -განაცხადა პეზეშკიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor