• July

    14

    2024
  • 69
  • 0
კახა კალაძე – გამაოგნებელია ფაქტი, რაც მსოფლიომ იხილა, დონალდ ტრამპზე თავდასხმამ შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება, სოლიდარობას ვუცხადებთ მას და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას

კახა კალაძე – გამაოგნებელია ფაქტი, რაც მსოფლიომ იხილა, დონალდ ტრამპზე თავდასხმამ შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება, სოლიდარობას ვუცხადებთ მას და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას

გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა, საპრეზიდენტო კანდიდატზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება. სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა – საპრეზიდენტო კანდიდატze, დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება.

თავდასხმას შეეწირა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დაშავდნენ რიგითი მოქალაქეები.

ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო, როდესაც საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი.

სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და მთელი შემართებით საარჩევნო კამპანიაში ჩართვას!

ჩვენს მეგობარ ამერიკელ ხალხს კი ვუსურვებთ მშვიდობას და საკუთარი არჩევანის მშვიდ, სამართლიან გარემოში გაკეთებას!“ – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor