• July

    19

    2024
  • 66
  • 0
ირაკლი ზარქუა – ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო, კუბილიუს, სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა? რაისა, ხმა ამოიღეთ

ირაკლი ზარქუა – ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო, კუბილიუს, სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა? რაისა, ხმა ამოიღეთ

ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო. კუბილიუსი ევროპარლამენტში არ არის? სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალობა მოითხოვა? რაისა, ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიისთვის წესების გამკაცრებას და დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს.

„ქართული კანონი ითვალისწინებს, რომ გიგაურმა, ლომჯარიამ და მედიამ წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია და ამაზე გვაცვეს ჯვარს. გაცილებით მკაცრი კანონებია სხვა ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში და ამაზე ხმა არ ამოუღიათ. კანონი მიიღო კანადამ და ხმა არ ამოუღიათ. თურქეთმა დაიწყო მუშაობა და რაიმე გაგიგიათ? ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო. კუბილიუსი ევროპარლამენტში არ არის? სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალობა მოითხოვა? ფოტიგა გააგდეს, ევროპარლამენტში აღარ არის. რაისა, ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა. ეს როგორ? კუბილიუსის ქვეყანა რუსეთთან ვაჭრობის თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა და ჩვენ გვეუბნებოდა, სანქცია რატომ არ დაუწესეთო. აბა, მანდ რას შვები, საკუთარი მთავრობა დაგმე და ლიეტუვის ბიზნესწრეებს მოუწოდეთ, ასე არ გააკეთონ?“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor