• July

    23

    2024
  • 71
  • 0
ანა ბუჩუკური – პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელი მაგალითია, რომ სასამართლოს გავლენის ჯგუფი, ე.წ. კლანის მანკიერი სისტემა თავს იცავს

ანა ბუჩუკური – პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელი მაგალითია, რომ სასამართლოს გავლენის ჯგუფი, ე.წ. კლანის მანკიერი სისტემა თავს იცავს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ანა ბუჩუკურის შეფასებით, „ეს ნათელი მაგალითია, რომ სასამართლოს გავლენის ჯგუფი, ე.წ. კლანის მახინჯი, მანკიერი სისტემა თავს იცავს“.

„ეს ჩაკეტილი წრეა. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ოცნებამ“ სანდრო გირგვლიანის მოსამართლე და მისთანანი გადმოიბირეს, გააძლიერეს ერთადერთი მიზნით – სასამართლოს გავლენის ჯგუფი ივანიშვილს ხელისუფლებისა და ძალაუფლების გახანგრძლივებაში უნდა დაეხმაროს. მურუსიძე-ჩინჩალაძე მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან კორუფციის ბრალდებით არიან სანქცირებული. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას როცა ვითხოვდით, მათ მთელი „ქართული ოცნება“ გადაეფარა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor