
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 81 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში, სულ მცირე, 81 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი საინფორმაციო წყაროების ცნობით, დაშვებულია 250-ზე მეტი ადამიანი.
გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიამ ქალაქი ავიაციით და არტილერიით დაბომბა. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტერიტორიიდან მასშტაბური ევაკუაციის ბრძანება გასცეს, რომელიც ჰუმანიტარულ ზონად იყო განსაზღვრული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხან იუნისის აღმოსავლეთით ისრაელის სამხედრო მანქანები და ბულდოზერები არის განლაგებული. ისრაელის არმიის მასობრივი ევაკუაციის ბრძანება მოიცავს დაახლოებით 8,7 კვ-კმ ტერიტორიას და ამცირებს ე.წ. ალ-მავასის „ჰუმანიტარულ ზონას“ თავდაპირველი ზომის 15 პროცენტით.





