• July

    24

    2024
  • 65
  • 0
ირაკლი კობახიძე – დემოკრატები გაიმარჯვებენ თუ რესპუბლიკელები, ორივე შემთხვევაში, ომი დასრულდება უკრაინაში, დამშვიდდება ვითარება რეგიონში და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ

ირაკლი კობახიძე – დემოკრატები გაიმარჯვებენ თუ რესპუბლიკელები, ორივე შემთხვევაში, ომი დასრულდება უკრაინაში, დამშვიდდება ვითარება რეგიონში და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ

დემოკრატები გაიმარჯვებენ თუ რესპუბლიკელები, ორივე შემთხვევაში, ომი დასრულდება უკრაინაში, ვითარება დამშვიდდება რეგიონში და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ურთიერთობების გადატვირთვა აპრიორი დამოკიდებული არ არის რესპუბლიკელების გამარჯვებაზე“.

„დემოკრატები თუ გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ ერთ წელიწადში დასრულდება ომი, რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ – სავარაუდოდ ნახევარ წელიწადში. ორივე შემთხვევაში, ომი დასრულდება, ვითარება დამშვიდდება რეგიონში და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ანუ, აპრიორი რესპუბლიკელების გამარჯვებაზე არ არის დაფუძნებული ჩვენი ოპტიმიზმი და იმედები. ორივე შემთხვევაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება უფრო ადრე დასრულდება ომი უკრაინაში, დამშვიდდება ვითარება და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ასეთ შემთხვევაში, ვიხილავთ აბსოლუტურად სამართლიან დამოკიდებულებას და არა ისეთს, როგორსაც ვხედავდით გასული სამი-ოთხი განმავლობაში, რაც ძალიან სამწუხარო იყო. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება, ექვს თვეშიც დაიწყება არსებითად, თვისობრივად ურთიერთობების გადახედვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor