• July

    28

    2024
  • 78
  • 0
ლიბანის მთავრობა – სამიზნედ მშვიდობიანი მოსახლეობის ამოღება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები

ლიბანის მთავრობა – სამიზნედ მშვიდობიანი მოსახლეობის ამოღება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები

ლიბანის მთავრობა გმობს ნებისმიერი სახის ძალადობასა და აგრესიას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ლიბანის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„სამიზნედ მშვიდობიანი მოსახლეობის ამოღება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ეწინააღმდეგება კაცობრიობის პრინციპებს. ისრაელსა და „ჰეზბოლას“ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები”,- ნათქვამია განცხადებაში.

გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor