• July

    28

    2024
  • 74
  • 0
ბექა ლილუაშვილი :არჩევნებზე მარტო ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია

ბექა ლილუაშვილი :არჩევნებზე მარტო ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია

არჩევნებზე მარტო ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„არჩევნებზე ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ. ახლა არ არსებობს არც კოალიციები, არც ბლოკები, არსებობს ერთიანი სია. ანუ, ვინც ერთიანდება, ისინი საკუთარ პარტიას, იდენტობას თმობენ და ერთიანი სიით, სხვა სახელით და სხვა ნომრით გადიან არჩევნებზე. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს ასე იქნებოდა. ჩვენ არჩევნებზე მარტო ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია. ჩვენ ინდივიდუალურად ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრებით, ძალიან ბევრი, საინტერესო ადამიანი გვიერთდება და ჩვენს გვერდით არის. უბრალოდ, ამას თავისი დრო აქვს და ჩვენ საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან კომუნიკაცია გვექნება. ჩვენი მხარდაჭერა არის ორნიშნა, არის მზარდი. ამაზე მეტყველებს ყველა ობიექტური პოლიტიკური მხარდაჭერის კვლევა. ჩვენი პარტიის თავმჯდომარის რეიტინგი არის ყველაზე მაღალი, რასაც კვლევები აჩენებს. ამიტომ, ჩვენ არჩევნებზე წარვდგებით ძლიერი გუნდით, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის ევროკავშირში ყველაზე სწრაფად გაწევრიანება და პოლარიზაციის დასრულება, „ნაციონალური მოძრაობისა და „ოცნების“ ტყვეობიდან გამოყვანა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას უკან ხევს“,-განაცხადა ლილუაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ პარტია „ გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებისთვის ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება. ბექა ლილუაშვილის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებიან ამ გუნდის წევრები, საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.

„ქართული ოცნების ყოფილ წევრებთან ნამდვილად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეს გიორგი გახარიამაც დაადასტურა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor