• September

    15

    2023
  • 109
  • 0

ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტთან ვაჭრობს იმაზე, რომ სააკაშვილს ამნისტიით თუ გაათავისუფლებს, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ

ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტთან ვაჭრობს იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს ამნისტიით თუ გაათავისუფლებს, საკითხს მხარს არ დაუჭერენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას საკუთარ რიგებში ურთიერთნდობა არ აქვთ და ამიტომ, ამბობენ, რომ კენჭისყრის დღეს სხდომაზე არ შემოვლენ.

„ამის მიზეზია, რომ ერთმანეთს არ ენდობიან. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რამ გაყო? – ერთნი არიან. ოპოზიცია ძირითადად ჩამოკიდებულია გარე ფაქტორების სპეკულაციებით და მიმართული არ არის იმაზე, რომ შეხედოს, ქვეყანაში რა პროცესები მიმდინარეობს და რა არის საზოგადოების დაკვეთა. ადეკვატური არ არიან, ამიტომ, რაღაცის აგორების სურვილი აქვთ. შემდეგ ერთმანეთს ვერ უთანხმდებიან, ვინ აიღოს ინიციატივა, ვინ იქნება ლიდერი და ა.შ. ოპოზიციური ქაოსი სახეზეა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ამ ქაოსის ნაწილი გახდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor