• August

    6

    2024
  • 93
  • 0
გაერო-ში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელში შვიდ ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში, სავარაუდოდ, ორგანიზაციის ცხრა თანამშრომელი მონაწილეობდა

გაერო-ში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელში შვიდ ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში, სავარაუდოდ, ორგანიზაციის ცხრა თანამშრომელი მონაწილეობდა

„ჰამასის“ მიერ ისრაელში 2023 წლის შვიდ ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში, სავარაუდოდ, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ცხრა თანამშრომელი მონაწილეობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პირები სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან.

„ცხრა პირთან დაკავშირებით არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ, შესაძლოა, მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული შვიდ ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმებში“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ფარჰან ჰაკმა.

გაერო-ს წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის მონაწილეობა ჰქონდათ, სავარაუდოდ, მიღებული თანამშრომლებს, თუმცა აღნიშნა, რომ „ჩვენთვის თავდასხმებში ნებისმიერი მონაწილეობა არის დიდი ღალატი იმ სამუშაოს მიმართ, რომელსაც უნდა ვაკეთებდეთ პალესტინელი ხალხის სახელით“.

გაერო-მ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც იანვარში ისრაელში განაცხადეს, რომ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 12 თანამშრომელი „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor