• August

    6

    2024
  • 80
  • 0
შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ ყველა ორგანიზაციას, დარეგისტრირდნენ და იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის მიმართ, ბევრი ჰქონია დასამალი ზოგიერთ დონორს და „ენჯეოს“, რომ კანონდარღვევაზეც მიდიან

შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ ყველა ორგანიზაციას, დარეგისტრირდნენ და იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის მიმართ, ბევრი ჰქონია დასამალი ზოგიერთ დონორს და „ენჯეოს“, რომ კანონდარღვევაზეც მიდიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ორგანიზაციებს მოუწოდებს, დარეგისტრირდნენ და იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის მიმართ.

მისი თქმით, ზოგიერთ დონორს და „ენჯეოს“, როგორც ჩანს, ბევრი აქვს დასამალი, რომ კანონდარღვევაზეც კი მიდიან.

„ლუსტრაციის კარგი პროცესი იქნება, როდესაც შევხედავთ „ენჯეო“ სექტორი სინამდვილეში რა ღირებულებებით მოქმედებს. „ენჯეო“ სექტორი, რომელიც ღაღადებდა და ქადაგებდა კანონის უზენაესობას, სამართლებრივ სახელმწიფოს, მართლწესრიგს, ვნახავთ, მოქმედებენ თუ არა ამ თავის ღირებულებებით. შევხედავთ, კანონის დარღვევაზე წამსვლელი ორგანიზაციები არიან?! ეს არის მათი ღირებულება?! ეს არის მათი ევროპა, რომ კანონი უნდა დაარღვიო და თუ არ მოგწონს რაღაც კანონი, მაგალითად, რეგისტრაციასთან დაკავშირებით, არ უნდა დარეგისტრირდე. ვიღაცას არ მოსწონს, რომ ავტობანზე 110 კმ/სთ არის შეზღუდვა და იმან 150 კმ/სთ იმოძრაოს. ვიღაცას შეიძლება სხვა რაღაც არ მოსწონდეს და ეს არის, როგორც ჩანს, ის ევროპული ღირებულება, რომელიც უცხოური დაფინანსებით აღიზარდა და დავაკვირდებით, ამ ღირებულებებით არიან, თუ არა. შეიძლება ვიღაც არ ეთანხმებოდეს ამ კანონს, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს შეფასებები, მაგრამ ამისთვის არსებობს სამართლებრივი გზები, რომელსაც მიმართეს კიდევაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. რუტინული პროცესია. საქართველოს პარლამენტს ყოველ წელს, დაახლოებით 20 სხვადასხვა პროცესი აქვს, როდესაც სხვადასხვა მოქალაქეები თუ ორგანიზაციები მიმართავენ ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ვინც არ ეთანხმება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს და ფიქრობს, რომ ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა და უნდა დაელოდოს გადაწყვეტილებას.

„მაგრამ, კანონის დარღვევის თვითნებობა, არის ზუსტად რუსეთი. მას არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს არის ზუსტად, როდესაც ადამიანი თვითნებობს და კანონს არღვევს. ეს ერთი. მეორე, სამწუხაროდ, ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დონორი პირდაპირ ზემოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომ არ გაიარონ რეგისტრაცია და იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გამჭვირვალეს გახდიან თავის დაფინანსებებს, ეუბნებიან, რომ ჩაუხსნიან დაფინანსებას, რაც არის საერთოდ ძალიან აღმაშფოთებელი ფაქტი, როდესაც დონორები ანუ უცხო ქვეყნის სახელმწიფოები, თუ ორგანიზაციები, სხვა ქვეყანაში ჩადიან და თავის დაფინანსებულ ორგანიზაციების უბიძგებენ, დაარღვიონ კანონი. და მესამე, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ შორის ეს დონორები აქეზებენ მათ, თუ ურჩევენ, დარეგისტრირდნენ სხვა ქვეყანაში, როგორც ორგანიზაცია და ამ შემთხვევაში გააგრძელებენ მათ დაფინანსებას და ეს საერთოდ აბსურდია. გამოდის, რომ რომელიღაც „ენჯეო“, რომელიც აპროტესტებდა, რომ არ უნდა იყოს იმ კანონის რეგულირების სფეროში, რომელიც ეხება უცხო ძალის ინტერესის გატარებას და არ უნდა, მას შეხედონ, როგორც უცხო ძალის ინტერესის გამტარებელ ორგანიზაციას და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დარეგისტრირდებიან სხვა ქვეყანაში, პირდაპირ უცხო ძალა ხდებიან. მათი გადმოსახედიდან საერთოდ აბსურდთან გვექნება საქმე. გაურბიან უფრო რბილ ტერმინოლოგიას და უფრო რთულ ტერმინოლოგიას ამჯობინებენ, რომ პირდაპირ უცხო ძალად იწოდებოდეს ესა თუ ის ორგანიზაცია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ორგანიზაციებს რეესტრში დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ ყველა ორგანიზაციას, დარეგისტრირდნენ და იყვნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხის მიმართ და ვხედავთ, ბევრი ჰქონია თურმე დასამალი ზოგიერთ დონორს და ზოგიერთ „ენჯეოს“, რომ ასეთ რაღაცებზეც მიდიან, კანონდარღვევაზეც კი მიდიან, ოღონდ არ თქვან, რა ფულს იღებენ და რაში ხარჯავენ ამ ყველაფერს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor