• August

    8

    2024
  • 86
  • 0
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად შსს-ს ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად შსს-ს ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშები
დაშვებულია.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს – 14 და სანაპირო დაცვის ხუთ თანამშრომელი დაიღუპა.

მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პარლამენტის სასახლეზე, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა სამხედრო ბაზაზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor